წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ? უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს

საყვარელო, რას მიაგებ ღმერთს ასეთი სიყვარულის სამაგიეროდ? უფალს მხოლოდ ერთი სურს: შეუერთდეს შენს ცოდვილ სულს, შენ კი არ გსურს შეერთება მასთან - ყოველივეზე აღმატებულ მადლთან. შემოქმედი ასეთ მხურვალე სიყვარულს ავლენს, ფერფლი კი - ასეთ სიცივეს! უფალმა ინება შენში დავანება და შენ თავის ტაძრად გაქცია, შენ კი, უმადური ქმნილება, მას კარებს უხურავ და არ გსურს იგი შენში შემოუშვა. ასეთი უმადურობის გამოვლინებით ემსგავსები იმ ებრაელებს, რომლებმაც უდაბნოში მოისურვეს ეგვიპტური ხახვი და ნიორი, ანუ ხორციელი სიამოვნებანი. მეტი რა უნდა გაეკეთებინა ღმერთს, რათა დაეთრგუნა შენი გაქვავება და არაადამიანურობა?!
 
0