წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით

გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით გაძლიერებული სულიერი და ხორციელი ტანჯვის წუთებში. წამლის გამოყენებისას, ამ უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად გამოჩნდება.
    როგორც წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს, განმარტოებისასა, აუჩქარებლად, საკუთარი თავის გასაგონად, გონებაში წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: "დიდება შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისათვის; ამას ჩემი ცხოვრებით ვიმსახურებ, მომიხსენე მე სასუფეველსა შენსა!"
    ლოცვა უაღრესად აუჩქარებლად უნდა წარმოითქვას. ერთხელ წარმოთქმის შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ. შემდეგ ისევ წარმოთქვით და ისევ შეისვენეთ. ამგვარად ლოცვა განაგრძეთ ხუთი ან ათი წუთის განმავლობაში, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ სული დაგიმშვიდდათ და დაგიწყნარდათ. ამის მიზეზი ნათელია: ღვის წყალობა და ძალა მის დიდებაშია და არა მჭევრმეტყველებასა და მრავალსიტყვაობაში. დიდება და მადლიერება კი ჩვენი უმთავრესი საქმეა, ის ღმერთმა გვიბოძა და სრულიადაც არ არის ადამიანური გამონაგონი. მოციქული ღვთის სახელით მოგვიწოდებს ამ საქმისკენ. (იხ. 1 სოლ. 5, 18).
 
თემატური კითხვები
0