
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება
სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, წუთისოფლის შვილებო, როცა ვნებებით დამძიმებული თქვენი ხორციელი ბუნება თავაწყვეტილი მიექანება ძირს, უფსკრულისაკენ. იმედი იქონიეთ ღმერთის ყოვლისშემძლეობისა და თქვენი მძლავრი მანქანის საჭე ღვთისკენ მიმავალ გზაზე მიატრიალეთ, შეუდექით აღმართს და მალე გაასწრებთ იმ მანქანას, რომელიც დიდი ხანია ამ გზაზე ნელა მიიწევს. გული არ უნდა გავიტეხოთ, როცა სულიერ მოღვაწეობას ვეწევით, მაგრამ ვერ ვხედავთ წარმატებას და გვეჩვენება, რომ ჩვენი შრომა ამაო და ნულის ტოლია. მაგრამ ყველა ადამიანის შრომა ნულის ტოლია, ზოგის მეტია, ზოგის - ნაკლები. ქრისტე ხედავს ჩვენს პატარა მონდომებასაც კი და დასაწყისისთვის ნულს ერთ ერთეულს უმატებს და ასე ეძლევა ფასი ჩვენს ნულოვან შრომას და ჩვენც ვხედავთ ოდნავ წინგადადგმულ ნაბიჯს. ამიტომ გული არ უნდა გავიტეხოთ, უფლის იმედით ვიყოთ.
|