წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
თემა: სიბრძნე

ქრისტეს გარეშე ამ სამყაროში სრული უკუნეთი და სიგიჟეა გამეფებული. ვისაც სურს ეზიაროს ჭეშმარიტებას,

ქრისტეს გარეშე ამ სამყაროში სრული უკუნეთი და სიგიჟეა გამეფებული. ვისაც სურს ეზიაროს ჭეშმარიტებას, ანუ ზეციურ სიბრძნეს, რომელიც ჩვენს მიწიერ ცხოვრებასა და ცისქვეშეთში ყოველგვარ არსებას ანათებს, მან ყოველგვარი კაცობრივი სიბრძნე უგუნურებად უნდა მიიჩნიოს, რადგანაც ამგვარი სიბრძნე სამარემდე მიიყვანს მას. ჭეშმარიტად, უგუნურებაა ყოველგვარი სიბრძნე, რომელიც შორსაა ცხოველმყოფელი, ერთარსი ღვთისგან. საკუთარ თავს ბევრს შემატებს ის ქრისტიანი, რომელიც საკუთარ თავს უგუნურად ჩათვლის ქრისტეს განუზომელი სიბრძნის წინაშე. რადგანაც კაცობრივი სიბრძნის ნაკლულოვანების შეცნობა ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ გავხდეთ ბრძენნი ქრისტეში.
 
0