
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა:
სიზარმაცე უდებება
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა. ეშმაკმა, თითქოსდა,
აი, რას ამბობს სულიწმიდა ზირაქის სიბრძნეში: "მრავალ ბოროტებას ასწავლის უსაქმურობა". ეშმაკმა, თითქოსდა, თავისი სკოლა გახსნა მზაკვრობისა და ბოროტებისა და რადგან თავად არ სურდა ბოროტების სწავლება ადამიანისათვის, თავის მაგივრად მასწავლებლად უსაქმურობა დააყენა, რათა მას ეშმაკის ნაცვლად ეკითხა ეს ლექციები. ადამიანები კი ამ სკოლაში ცოდვებს სწრაფად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე სწავლობენ. ცოდვებს იქ ყველა ადამიანი იმეცნებს, მაგრამ სწავლაში განსაკუთრებით წარემატებიან, ისინი, ვისაც დამძიმებული და მდორე ფიქრები აქვთ. იქ ადამიანი სწავლობს გონებით შეცოდებას, როცა გულით სურს ის, რისი გაკეთებაც საქმით არ შეუძლია. "ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა" (იგავ. 21, 25). ის მთელი დღე ბოროტს იზრახავს. ხშირად უსაქმური კაცი საქმით არანაირ ბოროტებას არ იქმს, ვინაიდან მას საერთოდ არაფრის კეთება არ სურს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფიქრებით ყოველდღიურად ჩაფლულია უწმიდურობაში.
|