1702. როგორ იკითხება ღმრთის მეცხრე მცნება?
1702. როგორ იკითხება ღმრთის მეცხრე მცნება?
1. ცრუმოწმეობით,
2. ცილისწამებით,
3. ბოროტსიტყვაობით,
4. ეჭვიანობით,
5. ლანძღვითა და დაცინვით.
1. ვინც შეგნებულად ამბობს ტყუილს,
2. ვინც ამბობს ერთს და ფიქრობს მეორეს,
3. ვინც ცდილობს უკეთესად წარმოაჩინოს თავი, ვიდრე სინამდვილეშია, ანუ ფარისევლობს.
1. უარყოს უსამართლობა,
2. შენდობა სთხოვოს დაზარალებულს და
3. დაფაროს ამასთან დაკავშირებული მატერიალური დანაკლისი.
განმარტება:
I. ქრისტემ ბრძანა: ,,ნუ განიკითხავთ, რაითა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. ანუ რაისა ხედავ წუელსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დვირესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?" (მთ.7,1-3).
II. განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა კაცად-კაცადი მოყუასისა თვისისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ" (ეფ.4,25).
III. რომელსა ჰნებავს სიყვარული ცხოვრებისა და დღენი კეთილისანი, დააცხრვენ ენაი თვისი ბოროტისაგან და ბაგენი მისნი ნუ იტყვიედ ზაკუასა" (Iპეტ.3,10).
IV. ,,რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღვირ ასხმიდეს ენასა თვისსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თვისსა, ამისი ამაო არს მსახურება" (იაკ.1,26).
V. რირსება უფრო ძვიფასია, ვიდრე ქონება.
VI. იყავი მართალი დაგულწრფელი. ტყუილითა და თვალთმაქცობით შორს ვერ წახვალ.
VII. ნუ მოისმენ ცილისწამებლურ და ბოროტ საუბარს, და თუ მაინც მოჰკრავ ყურს მოყვასზე რაიმე ცუდს, ნუ გაავრცელებ მას.
VIII. ნურავის დასცინებ, რომ შენც არავინ დაგცინოს.
IX. ნუ გადასცემ სხვას მასზე ცუდადმეტყველთა სიტყვებს, რამეთუ ეს ჩხუბსა და სიძულვის ბადებს.
X. სასამართლოზე და სახელმწიფო დაწესებულებებში, როცა გვეკითხებიან, ვალდებულნი ვართ ყოველთვის სიმართლე ვთქვათ მოყვასის დანაშაულზეც კი, რაგან არ ითვლება ბოროტმეტყველებად.
|
|