წმ. იოანე ოქროპირი - მოწყალება
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მოწყალება

სწავლა კჱ. რათა მონახვეჭთაგან ვიქმოდეთ მოწყალებასა.

საყვარელნო! ჩვენ რომელთა ესე სარწმუნოება ვიცით, აღვსდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა, ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა კეთილთა, თუ არა (გვექნება კეთილი საქმე), არღარა დიდება არს, არამედ გმობაი, უკეთუ მცნებათა მისთა შეურაცხვყოფთ. რამეთუ არა ესრეთ იგმობის ღმრეთი წარმართთაგან ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტიანე, თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთვის უკვე გევედრები, ძმანო, რათა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა. რამეთუ იტყვის, "ვაი არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღვთისა იგმობოდის". რამეთუ რაი წყალობა ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, სხვათა მივსცემდეთ მოწყალებასა და ჩვენ სხვათაგან მივიტაცებდეთ - და უკეთუ უგლახაკეს ჩვენსაცა იყვნენ, და უფროსღა ქვრივ და ობოლ?! აწ უკვე ნუმცა ვითარცა ბნელსა შინა ვართ, არამედ ყოვლისაგან ცოდვისა ვივლტოდეთ, რამეთუ, უკეთუ ღმერთი სტანჯავს მათ, რომელთა მშიერი არა გამოზარდონ, და რომელთა შიშველი არა შემოსონ, დასჯისა რაიმე ყოფად არს მათთვის, რომელთა შემოსილი განსძარცვონ და ქვრივთა და ობოლთა აჭირვონ, და გლახაკთაგან მოიხვეჭდენ და მით მოწყალებასა და შესაწირავსა ჰყოფდენ! მსგავს არს ესე ვითარი, რომელმან შვილი ვისმე მისტაცოს და მასვე მამასა წინაშე დაუკლის და შესწიროს. ამათ ესე ვითართა სიტყვათა თქმად არა დავსცხრები, ნუ უკვე, რომელთა დღეს არა გვისმინონ, ხვალე გვისმინონ, ხოლო რომელნი ხვალე ურჩ იქმნენ, სხვასა დღესა ისმინონ, და უკეთუ კულა ვიეთნიმე ურჩებასა შინა დაადგრენ, ჩვენ უბრალო ვიყვენთ, რამეთუ ჩვენი გვიქმნიეს. არამედ ნუმცა ვინ იქმნების თქვენგანი ურჩ, რათა არა ჩვენ გვრცხვენეს, არცა თქვენ დაისაჯნეთ, არამედ ყოველნი კადნიერებით წარმოვუდგეთ საყდარსა ღვთისასა, და ჩვენ ვიქადოდეთ თქვენთვის და ჩვენთა ბრალთა ნუგეშინის-მცემელად გვაქვნდეს თქვენი სათნოება და ესრეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა შვენის დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
image image
 
თემატური კითხვები