წმ. იოანე ოქროპირი - სახარების კითხვა
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: სახარების კითხვა

სწავლა ლგ. წმიდათა წერილთა კითხვისათვის.

საყვარელნო, ჯერ არს ჩვენდა, რათა მოვიგებდეთ წიგნთა და აღმოვიკითხვიდეთ გულის-ხმის-ყოფით, არა ფიცარსა ზედა ქვისათა, არამედ ფიცარსა ზედა გულისა ჩვენისათა დავიწერდეთ და აღსრულებად საქმითცა სურვიელ ვიყვნეთ. და აღუხოცელად გონებათა შინა ჩვენთა შთავწერნეთ ძალნი და სიტყვანი წიგნთანი. რამეთუ, უკეთუ სახლსა შინა, სადა წმიდა სახარება იდვას, ვერ შევალს ეშმაკი, არა უფროსად სულსა, რომელსა შინა ძალი სიტყვათა დამკვიდრებულ იყოს, შეეშინოსა შესლვად? და არა ოდენ ეშმაკსა, არამედ ყოველსა ბუნებასა ცოდვისასა. ამისთვის, გევედრები, საყვარელო, წმიდა ჰყავ სული შენი, წმიდა ჰყავ ხორცნიცა ამით საღმრთოთა სიტყვათა გულთა შინა, და პირსა შენსა დამკვიდრებითა. რამეთუ უკეთუ ბოროტთა სიტყვათა მეტყველებაი შემაგინებელ კაცისა არს, ხოლო სულიერთა სიტყვათა წურთამან და კითხვამან და სმენამან არა განსწმიდოსა პირიცა და სული და გონება, და დაემკვიდროს მას შინა მადლი სულისა წმიდისა?! საღმრთონი წერილნი - წამალნი არიან სულისანი. განვჰკურნეთ უკვე მათ მიერ სულნი ჩვენნი. ხოლო ესე ვითარი არა ბოროტ არს, რამეთუ მოყვარეთა სოფლისათა იციან მონაგებთა თვისთა ყოველი ბუნება: და ცხენთა თითოეულისა პაპის პაპანი და ბუნებანი, და რომელნი აქა ეკლესიასა შინა შემოჰკრბებით, არა იცით აქა შინა თქმულნი სიტყვანი, არცა თუ რიცხვი და სახელი წიგნთა?! არამედ გევედრები, განეშორენით ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და ღირს იქმნნეთ გულის-ხმის-ყოფასა საღმრთოთა სიტყვათა და საქმეთა, რათა ნაყოფიცა კეთილი გამოიღოთ და ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად საუკუნეთა მათ კეთილთა, მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
თემატური კითხვები