
ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხიფათსაც იგი ჩვენს სასარგებლოდ იყენებს. სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია აღრეული. კარგი იქნებოდა ისინი გამიჯნული ყოფილიყო, მაგრამ ადამიანის პირადი ინტერესები მათ ურევენ და ერთმანეთში ხლართავენ. თუმცაღა ღმერთი სარგებელს ამ გაუგებრობიდანაც ამოიღებს. ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი მხოლოდ იმას დაუშვებს, რისგანაც სიკეთე გამომდინარეობს, ვინაიდან მას უყვარს თავისი ქმნილება. მაგალითად, მას შეუძლია დაუშვას რაიმე მცირე ცდუნება იმისათვის, რომ დაგვიცვას დიდი საცდურისაგან.
|