
ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
წყარო:
სწავლანი - ღირსი სერაფიმე საროველი [გვ. 4]
საღმრთო და კაცობრივი სიყვარულისათვის
საღმრთო და კაცობრივი სიყვარულისათვის
არის სიყვარული, რომელიც მცირე კანდელს წააგავს: ზეთი რომ დაშრება, კანდელიც ქრება; ან წვიმის ნაკადს, რომლის დინება წვიმის გადაღებისთანავე წყდება. მაგრამ არის ისეთი სიყვარული, რომელიც, მიწის წიაღიდან ამოხეთქილი წყაროს მსგავსად არასოდეს იკლებს. პირველი კაცობრივი სიყვარულია, მეორე კი - საღმრთო, რომლის მიზეზიც ღმერთია თავად
|