
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან
მოინანიე შენი წარსული ცხოვრება, რადგან იგი სრულიად საწინააღმდეგო იყო ქრისტეს ცხოვრებისა. რადგან აქამდე მისი მეგობრები მტრები იყვნენ შენთვის, ესენია: სიღატაკე და ღატაკები, მწუხარენი და მწუხარება, დევნა და დევნულნი. შენ ჰგავდი იმ ბოროტ ანგელოზს, რომელიც ტანჯულთა ბატონია, სრულიად საპირისპირო ქრსიტესი, რომელიც უფალია ცხონებულთა. ასე რომ, შეცვალე შენი საბრძოლო ბანაკი და ამიერიდან დაუმეგობრდი შენს ძველ მტრებს, ხოლო ძველი მეგობრები მტრად გაიხადე და მათ წინააღმდეგ მიმართე მთელი შენი სულიერი საჭურველი, რათა მათზე გამარჯვება მოიპოვო. რამდენადაც გამარჯვება, რომელიც ამ გონიერ ბრძოლას მოჰყვება, უფლისაგან გვეძლევა, როგორც დაწერილია: “ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისაგან არის”. ამიტომ ილოცე, რომ უფალმა თავისი მადლით განგანათლოს, რათა ახლაც და მომავალშიც ნათლად ხედავდე შენთვის განკუთვნილ ჯვრებს, მწუხარებას და უპოვარებს; რათა მოგცეს ძალა, უდრტვინველად და მადლობით დაითმინო ისინი, როგორც ეს მის მიმბაძველს შეეფერება.
|