მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, მარდი სათქმელად, და ზანტი გულის

მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, მარდი სათქმელად, და ზანტი გულის წყრომად.
    რადგან გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმერთის სიმართლეს.
    ამიტომ განიშორეთ ყოველგვარი მწიკვლოვანება და ყოველგვარი ბოროტება, და თვინიერებით შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა, რომელსაც ძალუძს თქვენი სულების ხსნა.
    მაშ, იყავით სიტყვის აღმსრულებელნი და არა მხოლოდ სიტყვის მსმენელნი, რომელნიც ატყუებენ თავიანთ თავს.
    რადგანაც ვინც ისმენს, მაგრამ არ ასრულებს სიტყვას, იმ კაცსა ჰგავს, რომელიც უმზერს თავის ნამდვილ სახეს სარკეში, დაინახავს თავის თავს, წავა და მაშინვე ავიწყდება როგორი არის.
     თ. 1
 
თემატური კითხვები
6