წმ. თეოფანე დაყუდებული

თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ,

თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ უფალზე, მაშ, გიყვართ იგი; ხოლო, თუ არ ფიქრობთ, ან მცირედ ფიქრობთ, მაშინ არ გიყვართ, ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი მოშურნე ხართ, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ უფალს და ზუსტად ასრულებთ მის ნებას, რაც მის წმინდა მცნებებშია გამოხატული, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ მოშურნეობა, ან მცირედ გაქვთ, მაშ არ გიყვართ ან მცირედ გიყვართ იგი. თუ ღვთისადმი თბილი გრძნობა გაქვთ ისე, რომ მისი სახელის ერთ ხსენებაზეც კი თქვენი გული სულიერი სიტკბოთი ივსება, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არა გაქვთ, ან მცირედ გაქვთ ეს გრძნობა, მაშინ არ გიყვართ ან მცირედ გიყვართ იგი. თუკი გულში ღრმა რწმენას ატარებთ, რომ უფალი ა თქვენი ღმერთი და თქვენ მისი ხართ და რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ, არც ამ ცხოვრებაში, არც მომავალ ცხოვრებაში, რწმენას, რომელიც არის სიყვარულის ნაყოფი და შედეგი, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ არ არის იგი თქვენში, ან მცირედ არის, მაშ არ გიყვართ ანდა მცირედ გიყვართ იგი. თუ თქვენ მზად ხართ, სიცოცხლე გაწიროთ უფლისათვის და ვერ ითმენთ, როცა ვინმე ღვთის საწინააღმდეგოს ფიქრობს, ამბობს ან აკეთებს; თუკი ზრუნავთ უფლის საქმეებზე, მის წმინდა ეკლესიაზე და ყველაფერზე, რაც საჭიროა ჩვენი ცხონებისათვის, და ცდილობთ ყოველგვარი ზიანი აშოროთ მას, თუკი გახარებთ დედამიწაზე ქრისტეს სახელის დიდების გაზრდა, მისი ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცება და გავრცელება, ხოლო ყველაფერი ამის საწინააღმდეგო გაშფოთებთ და გაწუხებთ, მაშ გიყვართ იგი; ხოლო თუ ეს არ არის თქვენში, ან მცირედ არის, მაშ თქვენ არ გიყვართ იგი, ან მცირედ გიყვართ.
 
0