სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება
სიყვარული - ეს უპიველესი და მთავარი გრძნობაა, რითაც უნდა აღიბეჭდოს ჩვენი ყოველგვარი დამოკიდებულება უფლისადმი; მაგრამ ცივი, არაფრით გამოხატული სიყვარული, სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი მოჩვენება, უსიცოცხლო გამოსახულება, ცეცხლის ფერწერული გამოსახულების მსგავსი, რომელიც ფერთა სიმკვეთრის მიუხედავად, არც ანათებს, არც ათბობს. ვინაიდან, თუკი რწმენა, მოციქულის მოწმობით, “საქმეთა გარეშე მკვდარია” (იაკ. 2, 29), მაშ, როგორ შეიძლება არსებობდეს საქმეთა გარეშე სიყვარული, რისგანაც თვით რწმენაც სესხულობს თავის ძალას და ქმედითობას.
|