მაინც რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ, როგორც

მაინც რა არის ქრისტიანული ქორწინება? თუ მას მატერიალისტის თვალთახედვით განვიხილავთ, როგორც ინსტიქტების ერთობლიობას, მაშინ იგი არაფრით განსხვავდება უღმერთოების ან არაქრისტიანთა ქორწინებისგან. ქრისტიანს “ქორწინებითი კავშირის” დასამყარებლად ამოძრავებს ზუსტად იგივე მიზნები, რაც ყველა სხვა ადამიანს. ეს მიზნები ეფუძნება მასში არსებული სამი სახის მისწრაფებას, ესენია: ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ცხოვრების თანამგზავრის ყოლის აუცილებლობა და შთამომავლობის დატოვების სურვილი. ეკლესია, თავის მხრივ, ქორწინების საიდუმლოში ლოცავს კავშირს თავისი შვილებისა, რომელთა ბუნებას, ინსტინტქებსა თუ ქცევის გამომწვევ ფაქტორებს საერთოდ არ ცვლის, მაგრამ აკურთხებს წყვილს და მოაქცევს მას ქრისტესმიერი ცოლ-ქმრული ცხოვრების ჩარჩოებში. ასეთი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა გზა გადარჩენისა და განწმენდისა. ცხადია, კურთხეული ქორწინება უნდა იყოს სუფთა, თავისუფალი ყოველგვარი მწიკვლისაგან, რამაც შესაძლებელია შეაღწიოს ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, საწინააღმდეგოდ ქრისტეს მცნებებისა, და მაშასადამე, საწინააღმდეგოდ ბუნების კანონებისა. დაოჯახებული ადამიანები არც ქორწინებაში ყოფნით და არც სხვა რაიმე მიზეზით არ თავისუფლდებიან თავიანთი მოვალეობისაგან, ეს არის გამუდმებითი სწრაფვა სულისა და სხეულის სისუფთავისკენ, განწმენდისაკენ. ბუნებრივია, ამგვარი მისწრაფების მქონე მეუღლეები იდეალურ საფუძველს წარმოადგენენ, რათა ქრისტეს ეკლესიას შეჰმატონ ახალი წევრები, თავიანთი შვილები. მაგრამ ეს არ აკნინებს ქორწინების მაკურთხებელი ეკლესიის მთავარ მიზანს - მიაღწიონ მეუღლეებმა სიწმიდეს.
 
თემატური კითხვები
6