
ავტორი:
წმ. სილუან ათონელი
თემა:
მადლი
ო, სულიწმიდავ, საყვარელი ხარ შენ სულისთვის. შენი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ სული იცნობს შენს
ო, სულიწმიდავ, საყვარელი ხარ შენ სულისთვის. შენი აღწერა შეუძლებელია, მაგრამ სული იცნობს შენს მოსვლას, გონებას მშვიდობას და გულს სიტკბოებას. უფალმა სთქვა: "ისწავლეთ ჩემგან სიმშვიდე და მორჩილება და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქვენთა". ამას სულიწმიდაზე ლაპარაკობს უფალი; მხოლოდ სულიწმიდაში იძენს სული სრულ სიმშვიდეს. ნეტარნი ვართ ჩვენ, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, იმიტომ, რომ ძლიერ ვუყვარვართ უფალს და გვჩუქნის სულიწმიდის მადლს; სულიწმიდის მადლში ვხედავ მის დიდებას, მაგრამ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მადლი, ჩვენ უნდა გვიყვარდეს მტრები და ყველა მწუხარებისთვის მადლობა შევსწიროთ ღმერთს
|