წმ. სილუან ათონელი

დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან,

დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან, თუნდაც ძალიან ცნობილისგან, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის მადლი. სულ სხვაა ირწმუნო მხოლოდ, რომ ღმერთი არის, შეიცნო იგი ბუნებისაგან ან წიგნებიდან და სხვაა შეიმეცნო უფალი სულიწმიდით. ვინც სულიწმიდით შეიმეცნა უფალი, მისი სული დღე და ღამე ღმერთისადმი სიყვარულით იწვის და მისი სული ყოველგვარ მიწიერს მოცილებულია. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის სიტკბოება, მხოლოდ მიწიერი დიდებით, ან სიმდიდრით, ან ხელისუფლებით ხარობს. ხოლო სულს, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი, მხოლოდ უფალი სურს; სიმდიდრე ან დიდება მიწიერი მისთვის არარაობაა. სული, რომელმაც იგემა სულიწმიდა, რომელმაც განიცადა იგი, გემოთი ხვდება. ნათქვამია: "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი, ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას" (ფს. 33, 8). დავითმა გამოცდილებით შეიცნო უფლის სიკეთე და საუკუნის დასასრულამდე ასე იქნება. ვინც შეიცნო ღმერთი სულიწმიდით, მან იმისგან ისწავლა მორჩილება და დაემსგავსა თავის მასწავლებელს - ქრისტეს, ძეს ღვთისას. "უფალო გვაჩუქე შენი წმიდა მორჩილების საჩუქარი. ო, ქრისტეს მორჩილებავ! გიცნობ მე შენ, მაგრამ შენი მოპოვება არ შემიძლია. ტკბილია შენი ნაყოფი იმიტომ, რომ არაა იგი მიწიერი.
 
თემატური კითხვები
0