
ავტორი:
ნეტარი ავგუსტინე
თემა:
უფალი იესო ქრისტე
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება; ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიო-ყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა. ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ სიკვდილისა, იგი კი საკუთარი ნებით დაექვემდებარა სიკვდილს თავისი ადამიანური ბუნებით და ჩვენც, ნებისმიერი ცოდვის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუკი იმას ვისურვებთ, რაც იესო ქრისტემ მოიძაგა, ანდა თუკი გავექცევით იმას, რაც მან დაითმინა. ამრიგად, მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება ზნეობრივი მაგალითი და დამოძღვრა იყო. ხოლო მისმა მკვდრეთით აღდგომამ ცხადზე უცხადესად დაგვანახა, რომ ყოველივე მასში მრთელი და ჯანსაღია ღმერთის მადლის შეწევნით.
|