პაისი მთაწმინდელი

ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს.

ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს. ჩვენ საღვთო სიხარულს გაცემა გვანიჭებს. მაგალითად, როდესაც ვინმე რაიმე წიგნს მაძლევს და ის ამ დროს სულიერად საღვთოდ ხარობს, მე კი, წიგნის მიღეიბისას, ადამიანურ სიხარულს ვგრძნობ. ამ წიგნს თუ სხვას გადავცემ ჩემთან საღვთო სიხარული მოვა, ხოლო იგი, ვინც მას მიიღებს, ადამიანურად გაიხარებს. თავის მხრივ, სხვისთვის გადაცემისას საღვთო სიხარულს ისიც იგრძნობს, ხოლო ადამიანურ სიხარულს განიცდის იგი, ვინც წიგნი მიიღო, მაგრამ შემდეგში ისიც თუ სხვისთვის მიცემას მოისურვებს, საღვთო სიხარულით აღივსება და ა.შ. ხედავთ? ერთი ნივთის საშუალებით რამდენ ადამიანს შეუძლია გამოსცადოს, როგორც საღვთო, ისე ადამიანური სიხარული.
 
თემატური კითხვები
0