წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ეს ყველა ქრისტიანს ეხება, რომლებიც ირჯებიან და ლოცვით სთხოვენ ღმერთს ზეციურ სასუფეველს, რამეთუ უფალი

ეს ყველა ქრისტიანს ეხება, რომლებიც ირჯებიან და ლოცვით სთხოვენ ღმერთს ზეციურ სასუფეველს, რამეთუ უფალი თავისი სიტყვებით მიმართავდა მოციქულებსაც და მთელ ხალხსაც. მაგრამ განსაკუთრებით წინასწარმეტყველურად ისინი უფლის ფერისცვალების ჟამს ჟღერდნენ, რომელიც წმიდა თეოფილაქტეს სიტყვებით: „არის გამოხატულება მომავალი ზეციური დიდების, ანუ იმ დიდებისა, რომელშიც მორწმუნენი იქნებიან. მსგავსად იმისა, თუ როგორ ბრწყინავდა ქრისტე ელვით, ასევე გაბრწყინდებიან მართალნიც“, პეტრე, იაკობი და იოანე იყვნენ ისინი, ვინც თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალება იხილა, ასეთივენი იყვნენ მოციქულები ორმოცდაათი დღის თავზე, როცა იხილეს და შეიგრძნეს უფლის სასუფევლის ძალა სულიწმინდით, რომელიც მათზე ციდან ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა.
 
0