წმ. სილუან ათონელი

როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა

როცა მე ვიყავი ახალგაზრდა მორჩილი, ერთხელ ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ და იესოს ლოცვა შევიდა ჩემს გულში, თვითონ წარმოითქმებოდა. ერთხელაც ეკლესიაში მე ვუსმენდი ისაიას წინასწარმეტყველების საკითხავს და სიტყვებზე: „განიბანენით და წმიდა იქმენით“ (ის. 1, 16), გავიფიქრე: „ეგებ ღვთისმშობელმა შესცოდა ოდესმე, თუნდაც ფიქრით“, და საოცრება, ჩემს გულში ლოცვასთან ერთად ხმამ ნათლად თქვა: „ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს ფიქრითაც კი“. ასე სულიწმიდამ ჩემს გულში დაამოწმა მისი სისუფთავე. მიწიერი ცხოვრების დროს ჰქონდა მასაც ზოგიერთი უცოდველი შეცდომები; ეს ჩანს სახარებიდან, როცა იერუსალიმიდან დაბრუნებისას, არ იცოდა სად იყო მისი ძე და შემდეგ იოსებთან ერთად სამი დღე ეძებდა მას. (ლუკ. 2, 44-46).
 
0