წმ. სილუან ათონელი

ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას.

ჩვენ ვერ ჩავწვდებით ღვთისმშლობლის სიყვარულის სისრულეს, ამიტომაც ვერ გავიგებთ სისრულით მის ტანჯვას. მისი სიყვარული იყო სრულქმნილი. მას უსაზღვროდ უყვარდა ღმერთი და ძე თვისი, მაგრამ მას უყვარდა ადამიანებიც უდიდესი სიყვარულით. წარმოიდგინეთ, რა განიცადა მან, როცა ამ ადამიანებმა, რომლებიც მას ასე ძლიერ უყვარდა და რომელთა გადარჩენა ასე გულით ეწადა, ჯვარზე გააკრეს მისი საყვარელი ძე? ჩვენ ამის ჩაწვდომა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენში მცირე სიყვარულია ღმერთისადმი და ადამიანების მიმართაც. როგორც სიყვარული ღვთისმშობლისა უსაზღვროა და მიუწვდომელი, ასევე მისი ტანჯვაც უსაზღვრო და მიუწვდომელია.
 
0