წმ. იოანე დამასკელი

ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვა ადამიანს შეეწიოს, რომელიც მისი

ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვა ადამიანს შეეწიოს, რომელიც მისი მაგალითით უნდა გამოსწორდეს. ასეთნი არიან ჩვენთვის გლახაკი ლაზარე და მდიდარი (ლუკა 16, 19-31). მართლაც, როცა ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იტანჯებიან სხვები, ბუნებრივად ვხდებით უფრო თავმდაბალნი, მორჩილნი და კეთილნი, ზოგიერთ ადამიანს კი ღმერთი სხვა ადამიანის განსადიდებლად მიატოვებს ხოლმე და არა თვით მისი თუ მისი მშობლების გამო. ასე მაგალითად, შობიდანვე ბრმა ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ევნებოდა თავისი უსინათლობით სწორედ იმისათვის, რომ მისი მეშვეობით განდიდებულიყო ადამიანთა წინაშე ძე კაცისა (იოანე 9). გარდა ამისა, ღმერთი ამა თუ იმ ადამიანის ტანჯვას დაუშვებს სხვა ადამიანში საღმრთო მოშურნეობისა და გულმოდგინების განსაღვიძებლად, ანუ იმისათვის, რომ ტანჯულის სულიერი სიმტკიცისა და განდიდების ხილვით სხვებიც უშიშრად შეეგებონ ტანჯვა-წამებასა და განსაცდელთ, მომავალი სულიერი განდიდებისა და სიკეთეთა მიღების სასოებით. აი, სწორედ ამისთვის აღსრულდა უფლის წმიდა მოწამეთა ტანჯვა-წამებანი.
 
თემატური კითხვები
0