
ავტორი:
წმ. იოანე დამასკელი
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ
ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით.
|