წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ,

უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა. ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავს და შემოქმედ ღმერთს, ვიცხოვროთ ხილულზე აღმატებულად, ყოველთვის ვატარებდეთ საკუთარ თავში ღვთაებრივ სახეებს. წმინდად, ქვენა და მომატყუებელ შთაბეჭდილებათაგან შეურყვნელად ვიყოთ და განუწყვეტლივ შევიქნებოდეთ სარკედ ღმრთისა და ღმრთაებრივისა, ნათელზე ნათელს ვუმატებდეთ, ნაკლებ მანათოებელზე - ყველაზე მეტად გაბრწყინებულს, მანამდე, სანამ იმქვეყნიური გაბრწყინების წყაროს არ მივაღწევთ და ნეტარ დასასრულს არ ვეწევით, როცა სინამდივილის სიცხადე ყოვლადუსარგებლოდ არ გადააქცევს სარკეებს.
 
6