თემა: ღმერთი

ღმერთში ზოგიერთი არსებითი თვისებების აღიარებას თვით ჩვენი გონება ითხოვს. იგი შთაგვაგონებს, რომ

ღმერთში ზოგიერთი არსებითი თვისებების აღიარებას თვით ჩვენი გონება ითხოვს. იგი შთაგვაგონებს, რომ ღმერთს გააჩნია გონისმიერ-პიროვნული და თავისუფალ-პიროვნული მყოფობა. თუკი არასრულყოფილ სამყაროში ვხედავთ პიროვნულ, თავისუფალ-გონიერ არსებებს, როგორ შეიძლება არ ვცნოთ თავისუფალ-გონისმიერი პიროვნული მყოფობა თავად ღმერთში, რომელიც სიცოცხლის დასაბამი, მიზეზი და შემოქმედია. შესაქმის კანონი ადასტურებს, რომ ნებისმიერი მიზეზი შეიცავს არამცთუ ნაკლებს, არამედ უფრო მეტს, ვიდრე ამ მიზეზით შექმნილი (წარმოებული). გონება შთაგვაგონებს, რომ ღმერთი უსრულყოფილესი არსებაა. შეუთავსებელია ყოველგვარი ზადისა და ნაკლის ხსენება ცნებასთან "ღმერთი". გონება შთაგვაგონებს, რომ უსრულყოფილესი არსება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ღმერთი ერთია! შეუძლებელია ყოფილიყო ორი სრულყოფილი არსება, რადგან მაშინ ერთი შეზღუდავდა მეორეს. გონება შთაგვაგონებს, რომ ღმერთი თვითმყოფადია, რადგან არაფერი შეიძლება იყოს მისი არსებობის მიზეზი და პირობა.
 
თემატური კითხვები
0