წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა

არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა და სახარების პირისპირ და წამოიძახო: "ცოცხალ და ყოვლისშემძლე ღმერთს ვფიცავ, რომ ეს ჭეშმარიტება სიცრუეა", ანდა: "ეს სიცრუე ჭეშმარიტებაა და, დაე, ჩემი სიმართლისამებრ მომაგოს უფალმა!" გასაკვირი არაა, რომ ღმერთი ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, შოლტავს თავის ცრუმოწმეთ, ვის ხელებს, ვის ფეხებს, სხვებს თვალებს, ზოგიერთს ოჯახს და ახლობლებს.
 
თემატური კითხვები
0