წმ. იოანე ოქროპირი - მტერობა
წმ. იოანე ოქროპირი

თემა: მტერობა

სწავლა მბ. არა ბოროტის ყოფისათვის მტერთასა.

საყვარელნო! აღმოვიკითხვიდეთ რა ქრისტეს ვნებათა, გონებათაცა შინა ჩვენთა დავნერგოთ გვირგვინი ეკლისა, სამოსელი კიცხევისა, ლელწამი იგი და ყვრიმლის ცემაი, ნერწყვა და კიცხევაი ფრიად სარგებელ გვეყოს, და არა განვრისხნეთ, რაიცა ვინ ბოროტი მოაწიოს ჩვენ ზედა, რამეთუ "არა არს მონა უფროს უფლისა თვისისა". ვითარ ეტყოდეს ქრისტესა ჰურიანი, ვითარმედ სამარიტელი ხარ და ეშმაკი არს შენთანა და სხვანი მრავალნი ესევითარნი? და მისთვის თავს იდვა ესე ყოველი მეუფემან, რათა ჩვენცა კვალსა მისსა შევუდგეთ. რამეთუ ესევე ასწავა მოციქულთა და ჩვენ ყოველთა.
    მოვიგოთ უკვე საქმე ესე, საყვარელნო, რამეთუ არა რაი ესრეთ მოწყალე ჰყოფს ღმერთსა ჩვენ ზედა, ვითარ სიყვარული და მოთმინება, და არა ბოროტის ყოფა მტერთა. რაჟამს ვინმე გაგინოს, ნუ მას აბრალებ, არამედ ეშმაკსა, რომელმან აცთუნა იგი. ხოლო მას უფროსად სწყალობდე, რამეთუ ქრისტეცა შესწუხნა იუდასთვის. რაისათვის შესწუხნა მისისა წარწყმედისათვის?
    ამისთვის ქრისტესა ჩვენცა ვჰბაძვიდეთ, რამეთუ, უკეთუ მას არა ვჰბაძვიდეთ, უმჯობეს იყო არა თუმცა შობილ ვიყვენით. რამეთუ სარწმუნოება ოდენ თვინიერ საქმეთასა არა კმა არს სასუფეველსა შეყვანებად ჩვენდა, არამედ უფროსად დასასჯელ იქმნების. რამეთუ მონამან, რომელმან იცოდის ნება უფლისა თვისისა და არა იქმოდეს, იგვემოს ფრიად. რაი უკვე სიტყვა მივუგოთ მეუფესა, რომელნი ესე შინაგან სასუფეველისა ქმნილ ვართ, და უხილავნი იგი გვიხილავნ? და ზიარ მაღალთა მათ საიდუმლოთა ქმნილ ვართ და უძვირეს წარმართთასა ვიყვნეთ? რამეთუ, უკეთუ მათ დიდებისათვის ამაოსა მოღვაწება აჩვენეს, ხოლო ჩვენ სასუფეველისა და ღმრთისათვის, და უფროსღა სულთა ჩვენთათვის არა ვაჩვენოთა? რამეთუ მათ მრავალგზის კაცთათვის სულნიცა თვისნი შეურაცხჰყვნეს. ხოლო ჩვენ მცირედისა ოქროისთვის სულსა წარვიწყმედთ, და არა შეურაცხვჰყოფთ ოქროსა ქრისტესთვის. და ამისთვის მრისხანენი ვართ და საქმენი საძაგელნი გვიყვარან. არამედ ნუმცა არს ესე ჩვენ ზედა! და განვაგდოთ უღელი ანგარებისა ჩვენგან, უფროსად მივუტევნეთ შემცოდეთა ჩვენთა, რათა ესრეთ კადნიერად წარმოვუდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები