იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ

იმდენად მაცთურია ცოდვის გზები, რომ იოლად შეუდგები, მაგრამ ძალზედ ძნელია, გაეყარო. აქ სინდისი მუდამ განშორებულია საქმეებს. სინდისი გქენჯნის, ვნება კი ახალ ხრიკებს იგონებს. ცოდვის გზაზე გამოჩნდება ხოლმე მაცთური კაციც და მაცთური ქალიც. ამ გზიდან ადამიანი მხოლოდ ღვთის მადლს გამოჰყავს, მოუკლებელს, მკურნალსა და ღვთის სასუფეველის გზათა განმგებელს. ინთქმება რა ცოდვაში, როგორც ჭაობში, ადამიანი ხშირად იღუპება, მაგრამ უფალი ღმერთი დროულად და საჭიროების ჟამს შეეწევა, ან უშუალოდ, ან ვინმეს მეშვეობით და დასაღუპად განწირული ადამიანი გადარჩება. მეტიც, შეიძლება სხვებსაც კი მოევლინოს მხსნელად.
 
თემატური კითხვები
0