ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგებია: სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. სენი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი
ცოდვით დაცემის ფიზიკური შედეგებია: სნეულებანი, ჯაფა, სიკვდილი. სენი მივიღეთ, როგორც ზნეობრივი დაცემის, ღმერთისგან გაუცხოებისა და მისგან ადამიანთა განდგომის ბუნებრივი შედეგი. ადამიანები დაემორჩილნენ სამყაროს ხრწნად საწყისებს, სადაც ლპობა და სიკვდილი მოქმედებს; განეშორნენ ცხოვრებისა და ყოველი ძალის მუდმივი განახლების წყაროს - ღმერთს. როცა უფალმა იესო ქრისტემ განკურნა უძლურებაში მყოფი, იქვე მიუთითა სნეულების დამოკიდებულებაზე ცოდვასთან: „აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაითა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ“ (ინ. 5, 14).
|