ავტორი:
მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი
თემა:
ერესი
მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ
მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ უმთავრეს და სხვებზე უფრო უკეთურ და საძაგელ მწვალებლობას. მათგან პირველი და ყველაზე უბოროტესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბრძნობენ, თითქოსდა სიტყუა-ღმერთის მაცხოვნებელი ვნების დროს, უვნებო ღმრთაება სიკვდილს დაექვემდებარა, ისევე, როგორც (მისი) ადამიანობა (კაცობრივი ბუნება); მეორე ამტკიცებს, რომ განკაცებულმა სიტყუა-ღმერთმა, ზეცად ამაღლების შემდეგ, განიძარცვა მის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უწმიდეს სისხლთაგან მიღებული ღვთაებრივი ხორცი; მესამე კი უმართებულოდ შეურევს ქრისტეში შეურევნელად შეერთებულ ორ ბუნებას - ადამიანურს და ღვთაებრივს, რომლებიც თითქოსდა ერთ ბუნებად იქცნენ. ასეთია მათი უმთავრესი ღმრთივსაძაგელი მწვალებლობანი.
|