ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თვისუფლად

ხელმძღვანელი კეთილი და, ამავე დროს, მკაცრი უნდა იყოს, რათა ღვთივსათნო ადამიანებს მასთან თვისუფლად შეეძლოთ მისვლა, ბიწიერთ კი ეშინოდეთ მისი. თუ ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი არ ექნება, ხელისუფლება უფრო მეტად დაემსგავსებოდა უხელმძღვანელობას, ვიდრე - ხელმძღვანელობას. ყველა ხელქვეითს რომ უყვარდეს სათნოება, მაშინ უფროსს მხოლოდ სიკეთე დასჭირდებოდა, ხოლო თუ ყველა ისინი მანკიერნი იქნებოდნენ, მაშინ იგი მხოლოდ მკაცრი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რამდენადაც ხელქვეითთა შორის არიან კეთილნიც და ბოროტნიც, ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს სიკეთეცა და სიმკაცრეც, რათა თავისი სიკეთით კეთილზნეობრივ ადამიანებში სიკეთის სიყვარული განამტკიცოს, ხოლო შიშით ავებს დანაშაულის ჩადენას გადაარჩინოს.
 
0