სხვა მოძღვარი - მიტევება
 

თემა: მიტევება,  მრისხანება,  ძვირის ხსოვნა

გამოცდა.

ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი რამ მოგვითხრო:
    -მოხდა ისე, რომ ჩემს ერთ ძმას დავემდურე და მასზე განვრისხდი. ერთხელ ჩემს სენაკში მუშაობისას უცებ ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. უეცრად დავინახე, რომ ჩემს სენაკში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. მას ბერების წესისამებრ, ლოცვა არ უთქვამს, და მომმართა:
    -ვხედავ, რომ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ.
    -განმეშორე, რადგან ღვთისგან არა ხარ და აქ აღარასოდეს მოხვიდე, - ვუპასუხე მე.
    მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა:
    -მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან უკვე ჩემი ხარ.
    -შენი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ, - ვუთხარი მე.
    მაგრამ ყმაწვილმა მომიგო:
    -ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის; უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე. ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეენიისა; შენ კი გულში ძმისთვის ბოროტი გიდევს. სწორედ ამიტომ ჩემი და მხოლოდ ჩემი ხარ, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის.
    ამ ამბის შემდეგ სასწრაფოთ ძმასთან გავიქეცი და შენდობა ვთხოვე; სენაკში დაბრუნებულს კი ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. დამწვარი დამხვდა ფარდაგიც, რომელზეც ლოცვისას მუხლს ვიდრეკდი
image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები