თემა: ანგელოზი

ანგელოზთა მეგობარი

ანგელოზთა მეგობარი

ალისკის წმიდა განმანათლებელი მიტროპოლიტი ონოკენტი (ფენიამინოვი) ენერგიული და გულადი ადამიანი იყო. მას არაფრის ეშინოდა, მსუბუქი ნავით ალეუტის არქიპელაგის ალეუტის კუნძულზე მარტო გაემგზავრა: კუნძულიდან კუნძულზე ადგილობრივ მცხოვრებთა განასათლებლად და გამოსაკვებად მოგზაურობდა.

    -1828 წელს პირველად მოვინახულე კუნძული აკუნი, - ჰყვებოდა წმიდანი, -შორიდან დავინახე სანაპიროსთან მდგომი მცხოვრებლები; მიწაზე ფეხის დადგმა ძლივს მოვასწარი, რომ ისინი სიხარულით გამოიქცნენ ჩემს სანახავად.

    -რა მოხდა? - ვკითხე მათ, - რა გიხარიათ ასე ძლიერ?

    -ჩვენ გელოდით, - მიპასუხეს კუნძულის მცხოვრებლებმა, - გვინდა, რომ მთელი დღე ჩვენთან დარჩეთ!

    -საიდან შეიტყეთ, რომ ამ კუნძულზე მოვდიოდი?

    -სმირენნიკოვმა გაგვაფრთხილა, ერთმა სალოსმა ჩვენი ხალხიდან.

    -შესაძლებელია მისი ნახვა? მიმიყვანეთ მასთან, - ვთხოვე ჩემს დამხვდურთ, მაგრამ მათ არ დასჭირდათ ამის გაკეთება, რადგან სმირენნიკოვი თვითონ მოვიდა. ის მომიახლოვდა და მითხრა:

    -თქვენ ჩემი ნახვა გსურდათ და მოვედი. თქვენი მოსვლის შესახებ ჩემმა ორმა მეგობარმა შემატყობინა.

    -ვინ არიან შენი მეგობრები?

    -თეთრი ადამიანები. ისინი აქ ახლოს მთებში ცხოვრობენ და ყოველდღიურად მესტუმრებიან ხოლმე.

    ეს ადამიანი გაუნათლებელი იყო, მაგრამ სახარება კარგად იცოდა. სმირენნიკოვმა თავისი მეგობრების გარეგნობა აღმიწერა. ერთ-ერთი მათგანის პორტრეტმა ხატებზე გამოხატული მთავარანგელოზი გაბრიელი გამახსენა.

    -ეს მამები, - განაგრძო ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, - ხშირად მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად და საინტერესოდ მესაუბრებიან. ღვთის მცნებებში განმსწავლიან.

    -შეიძლება მათთან შეხვედრა? - ინტერესით ვკითხე მე.

    -ვკითხავ მათ, - შემპირდა სმირენნიკოვი.

    -მთავარანგელოზთაგან მან ასეთი პასუხი მომიტანა:

    -ჩვენ სიხარულით მივიღებთ მას, მაგრამ რაში სჭირდება ჩვენი ნახვა, თუკი ისიც იმასვე გასწავლით, რასაც ჩვენ?

    მაშინ მე გავიფიქრე:

    -რა შეიცვლება, თუკი ანგელოზებს ვიხილავ?

    დავფიქრდი ამ საკითხზე, საკუთარი თავი მათთან შეხვედრის უღირსად ჩავთვალე და გადავწყვიტე, შეხვედრა აღარ მეძია

 
თემატური კითხვები
0