წმიდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

წმიდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

ერთმა მონაზონმა წმიდა მაკარის ჰკითხა, რა გზით გადავრჩეო. წმიდა მაკარიმ უთხრა:

    -წადი სასაფლაოზე და მკვდრები ლანძღე.

    მონოზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო.

    -მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი.

    -არა, მამაო, - გაოცებით უპასუხა მონოზონმა.

    -ახლა წადი და ადიდე ისინი.

    მონოზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი, როგორც მართალი და წმიდა ადამიანები, შემდგომ კი კვლავ მაკარისთან დაბრუნდა.

    -რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკარიმ მონოზონს.

    -კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონოზონმა.

    -ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას ასხამდი. გახსოვდეს, თუ ცხონება გინდა, მიემსგავსე მკვდარს: ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი, როგორც მკვდარი და გადარჩები

 
თემატური კითხვები
0