მოწამე კონონი ისავრიელი

მოწამე კონონი ისავრიელი

ერთხელ წმიდა კონონი სასწაულებრივად გადაიყვანეს აპოლონის გამოქვაბულიდან, სადაც წარმართული დღესასწაული უნდა გამართულიყო. წმიდა კონონმა კერპს მიმართა:

    -გიბრძანებს შენ უფალი ჩემი, იესო ქრისტე, გამოდი საკერპედან და აქ მოდი!

    კერპი უეცრად თავისი სადგომიდან გამოვარდა, წმიდა კონონთან მიგორდა და კვლავ ფეხზე დადგა. წარმართთა ბრბო ძლიერ შეძრწუნდა და შიშმა მოიცვა.

    -გვითხარი, ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი? - შეეკითხა კონონი კერპს.

    -ერთია ჭეშმარიტი ღმერთი, შენს მიერ ქადაგებული ქრისტე.

    ამ სიტყვების დასრულებისთანავე კერპი დაეცა და დაიმსხვრა

 
თემატური კითხვები
0