სხვა მოძღვარი - სასწაულები
 

თემა: სასწაულები,  ღვთისმსახურება

მოძღვრის შეკვრისა და გახსნის ძალა.

ვინმე ფილონმა გვიამბო, რომ შორეულ საუკუნეებში, როდესაც ქრისტიანთა დევნა მძვინვარებდა, ერთმა ეპისკოპოსმა დაუმორჩილებლობის გამო ერთი ბერი მღვდელმსახურებიდან დააყენა. მოდხა ისე, რომ ბერი წარმართებმა შეიპყრეს და რაკი ქრისტეს ვერაფრით განაშორეს, სიკვდილით დასაჯეს.
    როდესაც დევნა შეწყდა, იმ ქალაქის მმართველმა, სადაც ბერი მოწამედ აღესრულა, მოიპოვა მისი წმიდა ნაწილები, რომელთაგან უამრავი სასწაული აღესრულებოდა. მან ააშენა ტაძარი, სადაც ლუსკუმაში მოთავსებული წმიდა ნაწილები დააბრძანა.
    დადგა ეკლესიის კურთხევის დღე, როდესაც მღვდელმა საღამოს მსახურება დაიწყო, წმიდა ნაწილებიანი ლუსკუმა დაიძრა და ტაძრის გარეთ გავიდა. იქ მყოფი ყველა ქრისტიანი შიშმა მოიცვა და შეძრწუნებულები ადევნებდნენ თვალყურს, თუ რა მოხდებოდა შემდეგ.
    როდესაც ეპისკოპოსმა ლუსკუმა დააბრუნებინა და მღვდელი აკურთხა, მსახურება გაეგრძელებინა, კვლავ მოხდა სასწაული - ლუსკუმა კვლავ ტაძრის გარეთ გაჩერდა.
    ქალაქის მმართველი ატირდა, რადგან იფიქრა, რომ წმიდა მოწამემ მის მიერ აგებულ ტაძარში განსვენება მისი ცოდვების მიზეზით არ ინება. ატირდა ხალხიც, რადგან ამ სასწაულის გამო შეშინდნენ.
    მეორე ღამეს ეპისკოპოსს წმიდა მოწამე გამოეცხადა და უთხრა:
    -ნუ სტირით იმის გამო, რომ ტაძარში ვერ ვჩერდები; არამედ გთხოვ, წახვიდე იმ ქალაქის ეპისკოპოსთან, საიდანაც მე ვარ და სთხოვო, კრულვისგან გამათავისუფლოს. შენ ნუ ეცდები გამათავისუფლო, რადგან ვინც შემკრა, მანვე უნდა განხსნას, ვითარცა ქრისტე ბრძანებს: "რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა და რაოდენი გახსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე 1, 18), - უთხრა ეს თუ არა, გაუჩინარდა.
    როდესაც ეს ამბავი ესმა იმ ქალაქის ეპისკოპოსს, საიდანაც იყო წმიდანი, ის თავად ესტუმრა ტაძარს, ლუსკუმის წინაშე მუხლი მოიდრიკა და თქვა:
    -ხსნილ იყავ ქრისტეს სახელით, რომელმაც შეგკრა ჩემ ცოდვილის ნებით და რომლისთვისაც დაითმინე მოწამეობრივი სიკვდილი, მისდამი უდიდესი სიყვარულის გამო.
    შემდგომ ამისა ლუსკუმას ტაძარი აღარ დაუტოვებია და მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები