ანგელოზთა გამოცხადება

ანგელოზთა გამოცხადება

ამბა ლეონტიმ, წმიდა თეოდოსი დიდის კინოვიის წინამძღვარმა, თავის მოწაფეებს მოუთხრო:
    "ერთ კვირა დღეს ეკლესიაში მოვედი, რათა უფლის წმიდა საიდუმლოთ ვზიარებოდი. ტაძარში შესულმა ვიხილე ანგელოზი, რომელიც საყდრის - ტრაპეზის მარჯვნივ იდგა. სახილველით შეძრწუნებული ტაძრიდან გამოვედი და ჩემს სენაკში განვმარტოვდი. და ისმა ხმა ჩემდა მომართ: "იმ დროიდან, როცა ეს საყდარი იკურთხა, ნაბრძანები მაქვს, განუშორებლად ვიმყოფებოდე მის გვერდით!"
 
თემატური კითხვები
0