გამოსწორებული შურისმაძიებელი

გამოსწორებული შურისმაძიებელი

ერთი მონაზონი სხვა მოსაგრემ გაანაწყენა. იგი ბერთან წავიდა და უამბო, რაც მოხდა მათ შორის, თან განრისხებულმა წამოიძახა: "აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს!" დიდხანს არწმუნებდა ბერი, დიდხანს ურჩევდა, შურისძიება ღვთისთვის მიენდო, მაგრამ განაწყენებული ბერი მას არ უჯერებდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: "ვერ დავმშვიდდები, სანამ შეურაცხყოფისთვის სამაგიეროს არ გადავუხდი".

    ბერი დიდხანს ტიროდა მონაზონის არასწორი დამოკიდებულების გამო, შემდეგ დადუმდა, ბოლოს კი უთხრა მას: "ლოცვის დროა, საყვარელო ძმაო, შევწიროთ მსხვერპლი უფალს". მონაზონი ადგა, ბერმა კი დაიწყო: "უფალო ღმერთო ჩვენო! ჩვენ შენი იმედი არ გვაქვს, ნუ იწუხებ ჩვენზე, ნუ იძიებ შურს ჩვენს ნაცვლად; ჩვენ თვითონ დავიწყებთ და დავასრულებთ ყოველივეს".

    ამის მოსმენამ მონაზონი შეაძრწუნა და ბერის ფერხთით დაემხო.

    არ მინდა ჩხუბი ჩემს ძმასთან, - ცრემლებით ამბობდა იგი, - არც მასზე შურისძიება მსურს.

    შემდეგ ღმერთს მიმართა:

    მხოლოდ შენ შეგიძლია შურისძიება უსამართლობისთვის! შემინდე ჩემი შეცოდება!

    ბერს გაუხარდა მონაზვნის სინანული და უთხრა მას:

    -დარწმუნებული იყავი, შვილო ჩემო, რომ მონანული აუცილებლად ცხონდება; ის კი, ვინც განურისხდება თავის ძმას, თავის სათნოებას ღუპავს და ეშმაკის მონა ხდება.

    ქრისტიანენო! მიანდეთ თქვენი შურისძიება ღმერთს იმ წყენისთვის, რომელიც მოყვასმა მოგაყენათ; იგი მიაგებს ყველას თავისი საქმეების გამო; თქვენი საქმე კი ისაა, რომ მიუტეოთ თქვენს მაჭირვებელს

 
თემატური კითხვები
2