წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 110]
დამსხვრეული ბარძიმი
დამსხვრეული ბარძიმი
მართლმადიდებლობისაგან განდგომილი უნიატი ეპისკოპოსი (ბრესტის) იპატოს პოცეი წმიდა ნიკოლოზის მონასტერში სხვა უნიატ ეპისკოპოსებთან საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა და ბარძიმში ჩასხმული ღვინო წყლად გადაექცა. მართლმადიდებლობიდან განდგომილმა ეპისკოპოსებმა სცადეს, ეს მღვდლის დაუდევრობით აეხსნათ, რომელიც პროსკომიდიას - კვეთას აღასრულებდა და იჩქარეს კვლავ ჩაესხათ ღვინო ბარძიმში. მაგრამ ღმერთმა ამჯერადაც ამხილა სარწმუნოების უკეთური მოღალატენი: ღვინის განმეორებით ჩასხმის შემდეგ ბარძიმი დაიმსხვრა და ღვინო იატაკზე დაიღვარა. ამ სასწაულმა დიდად შეაძრწუნა ღვთისმსახურებაზე დამსწრე ყველა მორწმუნე, რომელთაც ცხადად დაინახეს, რომ მათი უნიატი ეპისკოპოსები და იქ მყოფი რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი მღვდელმთავრები მწვალებლები არიან და ამის შედეგად კვლავ დაუბრუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს (უნიატური ეკლესია დასავლეთ უკრაინასა და ბელორუსიაში შეიქმნა XVII საუკუნეებში; გარეგნულად იგი კვლავაც მართლმადიდებლურ წესებს აღასრულებდა, მაგრამ რომის ეკლესიასთან იყო და არის უნიაში - ლოცვით კავშირში, აღიარებს მის დამახინჯებულ დოგმატებს და ამიტომ მოკლებულია საღმრთო მადლს, ერთობას ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან. ამიტომ იგი, რომის კათოლიკურ-პაპისტუს ეკლესიასთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მწვალებლურ საკრებულოდ არის აღიარებული).
|