წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 75]
თემა:
თავმდაბლობა
უფლისგან კურთხეული თავმდაბლობა
უფლისგან კურთხეული თავმდაბლობა
ერთი ბერი სენაკიდან არ გამოდიოდა, მაგრამ მისი სახელი ყველგან ცნობილი და მოკრძალებით პატივსაცემი იყო. ერთხელ სულიწმიდამ აუწყა მას:
-ერთი მართალი მამის სხეული და სული ერთმანეთისგან გაყრის პირასაა; წადი და სანამ გარდაიცვლებოდეს, განკურნე.
ბერი დაფიქრდა.
-თუ დღისით გავალ, ხალხი მოგროვდება; შესაძლოა, მათ ჩემი განდიდებაც დაიწყონ, ეს კი ჩემი გულისათვის მძიმე იქნება; მაშ ასე, გვიან საღამოს წავალ, ყველასაგან ჩუმად.
როდესაც შებინდდა, ღვთის კაცი სენაკიდან გამოვიდა... მაგრამ უეცრად მის წინ უფლის ორი ანგელოზი გამოცხადდა ლამპრებით, რათა მისთვის გზა გაენათებინათ. მთელი ქალაქი გამოვიდა მართალი მოსაგრის დიდების სანახავად. ამრიგად, რამდენადაც ის დიდებას გაურბოდა, იმდენად დიდება მას კვალში მისდევდა და აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს" (ლუკა 14, 11).

|