ღვთის წყალობა კეთილი გლეხისათვის

ღვთის წყალობა კეთილი გლეხისათვის

ერთი მონასტრის ბერი ყვებოდა მის სოფელში მომხდარ ამბავს:
    ერთხელ ჩვენს სოფელში საბანში გახვეული ჩვილი იპოვნეს, სოფლის ყროლობაზე მიიყვანეს და უშვილო ოჯახებს შესთავაზეს. არავინ ისურვა მისი აყვანა, ყველა სიღარიბეს იმიზეზებდა... უეცრად ადგა ერთი გლეხი, რომელსაც რვა მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა და განაცხადა:
    -წავალ, ჩემს ცოლს ვკითხავ, თუ ის დამთანხმდა, მზად ვარ, ბავშვი მე წავიყვანო, სადაც რვა, ის მეცხრე ბავშვიც გაიზრდება.
    მისი ცოლი სიხარულით დათანხმდა და ბავშვი სახლში წაიყვანეს. როდესაც საბანი და საფენები შემოხსნეს, ნახეს, რომ კისერზე ჯვართან ერთად რაღაც ქაღალდებიც ეკიდა. ერთი მათგანი წერილი აღმოჩნდა, სადაც ეწერა, რომ ბიჭუნას ნიკოლოზი ერქვა, ხოლო მეორე კი სახელმწიფო ბანკის ქვითარი იყო ხუთი ათას მანეთზე.
    ცოლ-ქმარმა ამ ამბის დამალვა არ ისურვა და წერილიც და ქვითარიც კვლავ სოფლის ყრილობაზე მიიტანეს. ახლა კი თავი წამოყვეს იმათ, ვინც ადრე ბავშვზე უარი განაცხადა... ყველას უნდოდა ბავშვის აყვანა, მაგრამ ყრილობამ იგი წვრილშვილიან გლეხს მიაკუთვნა. იმავე დღეს მათ ქოხს სურსათითა და სხვა საოჯახო ნივთებით დატვირთული ფორანი მიადგა. ასეთ დახმარებას შემდგომშიც თითქმის ყოველკვირეულად იღებდნენ.
    ბიჭუნა წამოიზარდა, ძალიან ნიჭიერი და ბეჯითი ბავშვი დადგა. დაამთავრა სოფლის სკოლა, შემდეგ გიმნაზია და უნივერსიტეტიც და ძმებსაც ეხმარებოდა სწავლაში. მისი წყალობით ღარიბი გლეხის ოჯახი შეძლებული გახდა. ასე მიუზღო ღმერთმა სამაგიერო კეთილ ადამიანს.
 
თემატური კითხვები
3