თემა: ხატი, მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა
მონანიე იუდეველები.
ქალაქ ბრიტში (ახლანდელ ბეირუთში) იუდეველთა სინაგოგის მახლობლად ერთი ქრისტიანი ცხოვრობდა. შემდეგ იგი სხვაგან გადასახლდა და თავის სახლში უფალ იესო ქრისტეს ხატი დატოვა. იუდეველს, რომელმაც მოგვიანებით დაიდო აქ ბინა, ყურადღება არ მიუქცევია ამ ხატისათვის; სამაგიეროდ მისმა მეგობარმა დაასმინა სინაგოგაში, რომ იუდეველ კაცს სახლში ქრისტიანთა ხატი ეკიდა და საკუთარ რჯულს ღალატობდა.
სახლის პატრონი იუდეველთა სინაგოგიდან განკვეთეს, ხოლო ხატი ჩამოხსნეს და აბუჩად აგდება დაუწყეს, რათა, თავიანთ მამა-პაპათა მსგავსად, შეურაცხყოფა მიეყენებინათ მისვის: ისინი აფურთხებდნენ და მათრახს ურტყამდნენ ხატს, უშვერი სიტყვებით აგინებდნენ და ლურსმნებსაც აჭედებდნენ ხატზე გამოსახულ მის ხელებსა და ფეხებს, არგნით სცემდნენ თავზე და ბაგეძე ძმრით გაჟღენთილ ღრუბელს ადებდნენ... ბოლოს შუბიც მოიტანეს და ერთ-ერთმა იუდეველმა გვერდში უგმირა იგი ხატზე გამოსახულ მაცხოვარს. უცებ იმ ადგილიდან, სადაც შუბი იყო ნაძგერები, სისხლი და წყალი გადმოიღვარა.
ამ სასწაულის მხილველმა რაბინებმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს.
„იესო ქრისტეს მიმდევრები ამტკიცებენ, თითქოს იგი ავადმყოფობას კურნავდა. მოდით, ჩვენც სინაგოგაში წავიღოთ ეს სისხლი და წყალი და სნეულებით შეპყრობილთ ვცხოთ - ვნახოთ, მართალს ამბობენ მის შესახებ თუ არაო!“
თქმა და აღსრულება ერთი იყო: უჩვეულო სითხით ავსებული ჭურჭელი დადგეს სინაგოგაში. ქალაქ ბერიტის მცხოვრებლებს, რომლებსაც ემცნოთ ამ სასწაულის შესახებ, სხვადასხვა სენით შეპყრობილი ადამიანები მოჰყავდათ და უფლის ხატისაგან დადენილი სისხლის ცხების შემდეგ ისინი უმალ იკურნებოდნენ.
იუდეველების მთავარმა რაბინმა, მღვდელმსახურებმა და ერისკაცებმა ერთიანად ირწმუნეს ქრისტე და მონანიე სიტყვებით შეჰღაღადებდნენ.
„დიდება შენ, უფალო იესო ქრისტე, რომელი ჯვარს გაცვეს მამათა ჩვენთა, რომელი ჯვარს გაცვით ჩვენცა შენი ხატის სახით! დიდება შენ, ძეო ღვთისაო, რომელი აღასრულებ ესევითარ სასწაულთ! ჩვენ გვწამს შენი და შენ მოწყალე იყავ ჩვენდამი და შეგვიწყალე ჩვენ!“
შემდეგ იუდეველები ბერიტის ეპისკოპოსთან მივიდნენ, უჩვენეს მას მაცხოვრის წმიდა ხატი და მისგან წარმოდენილი სისხლიცა და წყალიც და თავიანთი დანაშაულის შესახებაც მოუთხრეს. როცა მათი გულწრფელი სინანული მოისმინა, ეპისკოპოსმა შეიწყნარა იუდეველები, გარკვეული დროის მანძილზე მოამზადა ნათლისღებისათვის და თვითონ მონათლა ისინი. შემდეგ მათი სინაგოგაც მაცხოვარ იესო ქრისტეს ეკლესიად აკურთხა. ქალაქის ებრაელთა მოთხოვნით, ეპისკოპოსმა სხვა სინაგოგებიც ქრისტიანულად განანათლა და ყოველ მათგანს წმინდა მოწამეთა სახელები მიანიჭა.