მოძღვრის შეგონება

მოძღვრის შეგონება

ადამიანის ბრძოლას საკუთარ სულში ჩაბუდებულ მრისხანებასთან წმიდა მამები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათ შორის ღირსი სერაფიმ საროველიც.

    ერთხელ მეუდაბნოე მარკოზმა ჰკითხა მას:

    -ჩვენს უდაბნოში ყველაზე ახლოს ვინ დგას ღმერთთან?

    მცირე ხნის შემდეგ ღირსმა მამამ უპასუხა:

    -ჩვენი მზარეული - ყოფილი ჯარისკაცი. მას ფიცხი ხასიათი აქვს, განრისხებისას შეუძლია, კაციც მოკლას, მაგრამ ებრძვის საკუთარ მრისხანებას და მის სულში ატეხილი ამ ბრძოლისათვის მასზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა, რადგან წერილ არს: "საკუთარი თავის დამთრგუნველთ მივუჩენ ადგილს ჩემ გვერდით და შევმოსავ მას თეთრი სამოსით".

    იმ ადამიანის სულს, რომელიც არ ებრძვის საკუთარ მრისხანებას, გარდაუვალი დაღუპვა მოელის.

 
თემატური კითხვები
2