უგუნური ლოცვა

უგუნური ლოცვა

ერთი ქვრივი ქალი განსაკუთრებით გულმოდგინედ ლოცულობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. მისი ერთადერთი სიხარული იყო მისი 12 წლის ქალიშვილი, რომელიც უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა.
    გამწარებული დედა ეკლესიაში წავიდა, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაემხო და დაიწყო:
    -მე ყოველთვის მჯეროდა შენი, ყოველთვის გევედრებოდი, თაყვანს გცემდი, მაგრამ არ ისმინე ჩემი ვედრება და ერთდერთი სიხარული წამართვი... რა გულქვა და შეუბრალებელი ყოფილხარ...
    შემდეგ მან მცირე ხნით გონება დაკარგა და ამ მდგომარეობაში მყოფმა იხილა, როგორ მიმართა მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა:
    -უგუნურო დედავ! მე ყოველთვის მესმოდა მხურვალე ლოცვა, შენს ქალიშვილს რომ მავედრებდი. ამიტომ ვისმინე შენი და ვთხოვე ჩემს ღვთაებრივ ძეს, წაეყვანა იგი ასე უმწიკვლოდ, რათა მუდამ ედიდებინა უფლის სახელი მისებრ უმწიკვლო სულებთან ერთად. რადგან არ მიიღე ეს წყალობა, დაე, იყოს ნება შენი;
    დაბრუნდი სახლში, შენი გოგონა ცოცხალია!
    ქალი გონს მოეგო და სასწრაფოდ სახლში დაბრუნდა. ბავშვს, რომელიც დასამარხად გამზადებული კუბოში იწვა, ლოყები შეუფაკლდა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაცოცხლდა. დედის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
    მაგრამ ეს სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. გოგონა რომ წამოიზარდა, გარყვნილებისა და ლოთობის წუმპეში ჩაეფლო, დედას სცემდა და შეურაცხჰყოფდა. მის სიცოცხლეს ტკივილისა და ცრემლების მეტი არაფერი მოუტანია საბრალო ქალისათვის.
 
თემატური კითხვები
0