წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 114]
წმიდა ნიკოლოზის საკვირველმოქმედება
წმიდა ნიკოლოზის საკვირველმოქმედება
ერთ დიდ ვაჭარს ყოველწლიურად უხდებოდა ბაზრობაზე თავის საქმეებზე გამგზავრება. ერთხელ, როდესაც მარხილით მიემგზავრებოდა, გაჩერდა ფუნდუკში, სადაც ცხენებს ცვლიდნენ. იქიდან გამოსულმა შეამჩნია, რომ მეეტლეს მარხილი სულ სხვა მიმართულებით მიჰყავდა. როდესაც მან მიზეზი იკითხა, მეეტლემ უპასუხა, რომ ეს გზა უფრო მოკლე იყო. უცებ მეეტლემ საეჭვოდ დაუსტვინა და შორიახლოს საპასუხო სტვენაც მოესმა. ვაჭარი მიხვდა, რომ საქმე ავაზაკებთან ჰქონდა. მეეტლემ მას უბიძგა და მარხილის უკანა მხარეს მიაგდო. ვაჭარი მიხვდა, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა და წმიდა ნიკოლოზს შეევედრა, განსაცდელისგან ეხსნა. ლოცვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, რომ წმიდა ნიკოლოზი ვიღაც ბრწყინვალე ჭაბუკთან ერთად იქ გაჩნდა. მკაცრად შეხედა მეეტლეს და უთხრა:
-როგორ გაბედე ამ კაცის სიცოცხლეზე ხელის აღმართვა? მე მომესმა მისი მწუხარე ლოცვა. თავისი შვილების საკეთილდღეოდ იგი სიკვდილს გადაურჩება, შენ კი, თუ ხელს არ აიღებ ბოროტ განზრახვაზე, დაიღუპები.
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე წმიდანი გაუჩინარდა. საშინლად დამფრთხალმა მეეტლემ ცხენებს მათრახი გადაუჭირა და ისეთი სისწრაფით გააქანა, რომ კინაღამ გზაზე გამოსული მისი მეგობრები გადათელა. შემდეგ მან მარხილი გააჩერა და ვაჭარს მუხლებზე დამხობილმა შენდობა სთხოვა. ვაჭარმა შეუნდო და ქრისტიანული სიყვარულით ეამბორა.
მას შემდეგ, როდესაც ვაჭარს მგზავრობა სჭირდებოდა, ყოველთვის მისი ეტლით სარგებლობდა და ბოლოს ისინი დანათესავდნენ კიდეც.
-მეეტლემ მას ახლადშეძენილი ქალიშვილი მოანათვლინა.

|