წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 116]
მწვალებელი მესვეტის შერცხვენა
მწვალებელი მესვეტის შერცხვენა
კილიკიის ქალაქ სეგოვიდან 50-იოდე კილომეტრში, ერთმანეთისგან ორი საათის სავალზე ორი ბერი ცხოვრობდა, რომლებიც სვეტზე ცხოვრების ერთნაირ ღვაწლს შესდგომოდნენ. მაგრამ ერთი მათგანი, რომელიც უფრო დიდი ხნის მანძილზე მესვეტეობდა, უკეთური სევერის (მწვალებელი სევერი, დამასკელის ცნობით, უარყოფდა სხეულთა მკვდრეთით აღდგომას, ანუ უარყოფდა უფალ იესო ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტებას) მწვალებლობის მაღიარებელი იყო, მეორე კი - ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წევრი. მწვალებელი გამუდმებით სხვადასხვა ბრალდებით ცდილობდა მართლმადიდებელი მესვეტის დამცრობას, რათა ეიძულებინა იგი, მისი ცრუ სწავლება გაეზიარებინა და მწვალებლობაში გადასულიყო. ამასთან ერთად, ცილისმწამებლურ ხმებსაც უვრცელებდა, რათა ხალხს დაეგმო ჭეშმარიტი ბერი და სევერის მწვალებლობით ცდუნებულიყო.
ერთხელ ზეგარდმო შთაგონებულმა მართლმადიდებელმა მესვეტემ თხოვნა შეუსრულა მწვალებელს - შენი ზიარების ნაწილი გამომიგზავნე, რათა მე, ცოდვილი, ვეზიარო. უკეთურ ბერს ძალზე გაუხარდა, იფიქრა, ჩემს აღმსარებლობაზე მოვაქციეო და დაუყოვნებლივ გაუგზავნა ის, რასაც მართლმადიდებელი ბერი სთხოვდა, ისე, რომ ვერაფერი იეჭვა. როცა მართლმადიდებელმა მესვეტემ მწვალებლის ძღვენი მიიღო, იქვე, მასთან მოსულთა თანდასწრებით საკვირველი რამ მოიმოქმედა: ცეცხლზე შედგა რკინის ცარიელი ჭურჭელი და გაავარვარა, რის შემდეგაც მწვალებლის ზიარების ნაწილი შიგ ჩადო. ყველას თვალწინ ისინი დაიწვა და გაქრა. შემდეგ მან მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა ზიარების ნაწილი ჩადო ხელახლა გავარვარებულ რკინის ჭურჭელში და აქ სასწაული აღსრულდა: გავარვარებული ჭურჭელი მყისიერად გაცივდა და საუფლო ძღვენიც მრთელი და დაუზიანებელი დარჩა.
ასე იქნა მხილებული მწვალებლობა და განდიდებულ-დამტკიცებული ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობა.

|