წყარო:
სათნოებათა სასწავლებელი წმინდა მამათა ცხოვრებიდან (I ნაწილი) [გვ. 117]
მოწყალე ბერი
მოწყალე ბერი
ერთი ბერი, სახელად მარდარი, მუდამ გლახაკებზე ზრუნავდა, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა. ერთხელ მონასტრის საქმეზე სოფელში იყო წასული. უცებ იგი შეუძლოდ გახდა. სხვისი შეწუხება არ უნდოდა და ფეხით გაეშურა თავის მონასტრისკენ. გზაში ავდარმა მოუსწრო და უფრო ცუდად გახდა. კანკალმა აიტანა და ფეხები ეკეცებოდა. უცებ გზის ნაპირას დაინახა უძლური წყლულებიანი გლახაკი, რომელსაც სიარულის თავი აღარ ჰქონდა. მარდარის გული სიბრალულით აევსო, დაივიწყა თავისი ავადმყოფობა, ანაფორა გაიხადა, შიგ გლახაკი გაახვია, მხრებზე შეისვა და დიდი გაჭირვებით გასწია მონასტრისკენ. როცა მონასტერს მიუახლოვდნენ, უცებ გლახაკი მისი მხრებიდან თავისით ჩამოვიდა და ბერის წინაშე სახე იცვალა. გლახაკის სახე მაცხოვრის ბრწყინვალე სახედ იქცა, სწორედ ისეთად, როგორც ხატებზეა გამოსახული. შემდეგ მარდარის თვალწინ ამაღლდა ზეცად და მაღლიდან ხმა მოისმა:
-მარდარი, ამ გლახაკის სახით შენ მე მოგევლინე და რადგან შემიბრალე ერთი საათი ამქვეყნად, ამისათვის შეგიწყალებ ზეცაში საუკუნოდ!
-მარდარი, ამ გლახაკის სახით შენ მე მოგევლინე და რადგან შემიბრალე ერთი საათი ამქვეყნად, ამისათვის შეგიწყალებ ზეცაში საუკუნოდ!
|