წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი - აღსარება
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი

თემა: აღსარება,  ცოდვა,  სინანული

ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ გაამართლოს ისინი. და აი, ეს უბედურნი თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ ვერც სიტყვებში და ვერც ცნობისმოყვარეობაში და პირუტყვთა მსგავსად დაღუპვის გზისკენ მიისწრაფიან. ვის შეუძლია, გაზომოს მათი დაცემის სიღრმე? ყოველ ჯერზე, როგორც კი მათში ჩნდება ბოროტი ვნება და ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევათ, მაშინვე ვარდებიან ცოდვაში. ყოველთვის, როგორც კი თავში მზაკვარი აზრი მოუვათ, უსჯულო საქმეებში ვარდებიან
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები