
ავტორი:
წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი
თემა: სახარების კითხვა, სახარება, მცნებათა დაცვა, ჩვევები
როდესაც სახარება თეორიულ ჭეშმარიტებებსა და რწმენის დოგმატებს გასწავლის, შენ აღიარებ მათ უდიდეს ღირსებას, თუმცაღა, იგი გთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს შენი ჩვევების გამოსასწორებლად, შენში კი იღვიძებს ყველა შენი ჟინი და შენზე ზეწოლას იწყებს, რადგანაც არ სურს სახარებისეული მცნებების მორჩილება. ასე რომ, იცოდე, როგორც უფალი ბრძანებს, "რომელმან შეურაცხმყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თვისი: სიტყუასა, რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანასკნელსა დღესა" (იოანე 12, 48).